რომელ რიცხვში გაუარესდება ამინდი საქართველოში - წვიმა, თოვლი და ქარი
26 თებერვალს საქართველოს უმეტეს რაიონებში წვიმაა მოსალოდნელი, მაღალ მთაში კი მოთოვს. როგორც "პალიტრავიდეოს"-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, დასავლეთ საქართველოს ჩრდილოეთ რაიონებში დღეს მოსალოდნელია მცირე წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოში კი, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 11-16 გრადუსი იქნება; თბილისში - 15 გრადუსი.