სოციალურად დაუცველს მედიკამენტებისთვის 150 ლარზე უარს ეუბნები და 30 000 ლარს ლევან გაჩეჩილაძეს რა ნამუსით ურიცხავ?! - ლევან ხაბეიშვილი
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, სამგორის რაიონის გამგეობამ სოციალურად დაუცველთა ბაზაში 1000-ზე ნაკლები ქულის მქონე იამზე ფოცხვერაშვილს 150 ლარის მედიკამენტის დაფინანსებაზე უარი უთხრა. აღნიშნულის შესახებ ლევან ხაბეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუს“ განაცხადა.
ხაბეიშვილმა იამზე ფოცხვერაშვილი იმის მაგალითად მოიყვანა, რომ თბილისის მერია ერთჯერად დახმარებებს უკიდურესად გაჭირვებულებისთვის ძნელად გამოყოფს, მაშინ, როცა ლევან გაჩეჩილაძის მკურნალობა 30 000 ლარით დააფინანსა.