"კეკლუცობენ, რომ ტერმინები იციან" - ალიბეგაშვილი ჟურალისტების მეტყველებაში გაწვრთნას მოითხოვს
ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მეტყველებაში ჟურნალისტების გაწვრთნის ინიციატივით გამოვიდა. გიორგი ალიბეგაშვილს სურს, მედიის წარმომადგენლებს სწორად მეტყველებაში ერთთვიანი წვრთნა ჩაუტარდეთ, ამისათვის კი სახელმწიფოსგან რესურსების გამონახვას მოითხოვს. ალიბეგაშვილი ჟურალისტებს კეკლუცობასა და ტერმინების აღრევაშიც ადანაშაულებს. მეტყველებაში ჟურნალისტების დატრენინგების მომხრე მასთან ერთად "ქართული ოცნების" დეპუტატი გუგული მაღრაძეცაა.