"ნორმების დაცვა რომ არ სცოდნოდა, აქამდეც ვერ იცოცხლებდა" - შუქრუთის მაღაროდან ამოიყვანეს დაღუპული მუშა, რომელიც 3 კილომეტრის სიღრმეზე იყო მოყოლილი
ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროდან დაღუპული 45 წლამდე მამაკაცი ამოიყვანეს. ის ნანგრევებში 3 კილომეტრის სიღრმეზე იყო მოყოლილი. ადგილზე 4 სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. მაღაროში გვირაბი გამთენიისას ჩამოიშალა და ზაზა აბრამიშვილი ქვეშ მოიყოლა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
იხილეთ:
ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა
იხილეთ:
ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა