loader

კემეროვოში საპროტესტო აქციის მონაწილეები ხანძრის გამომწვევი მიზეზების განმარტებას ითხოვენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კემეროვოში საპროტესტო აქციის მონაწილეები ხანძრის გამომწვევი მიზეზების განმარტებას ითხოვენ

კემეროვოში, ცენტრალურ მოედანზე, საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეები რეგიონის ხელისუფლებისგან სავაჭრო-გასართობ ცენტრში ხანძრის გამომწვევი მიზეზების განმარტებას ითხოვენ.

აქციის დაწყებისას პოლიციამ ცენტრალური მოედანი გადაკეტა, თუმცა ხალხმა გაარღვია პოლიციის კორდონი და საოლქო ადმინისტრაციის შენობისკენ გაემართა.

აქციის მონაწილეები კემეროვოს ოლქის გუბერნატორის, ამან ტულეევის გადადგომას ითხოვენ. ისინი ასევე ქალაქისა და ოლქის ხელისუფლების წარმომადგენლების გასამართლებას მოითხოვენ.


იხილეთ:

როგორ გამოიყურება კემეროვოს სავაჭრო-გასართობი ცენტრი, სადაც ხანძარს 64 ადამიანი ემსხვერპლა

კემეროვოში ხანძრის დაწყების პირველი წამები სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა

"დედააა..." - განწირული შეძახილები კემეროვოს სავაჭრო-გასართობ ცენტრში, სადაც ხანძარს, ამ დროის მონაცემებით, 64 ადამიანი შეეწირა