loader

ГРУ-ს ყოფილი პოლკოვნიკის, სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის საქმეზე ახალი დეტალებია ცნობილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ГРУ-ს ყოფილი პოლკოვნიკის, სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის საქმეზე ახალი დეტალებია ცნობილი

სკრიპალები მათი საცხოვრებელი სახლის შესასვლელ კართან დატოვებული სამხედრო დანიშნულების ნერვულ-პარალიტიკური ქიმიური ნივთიერებით მოიწამლნენ, - აცხადებენ ბრიტანეთის ანტიტერორისტულ პოლიციაში.

ჯერჯერობით, სპეციალისტებმა ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების ყველაზე მაღალი კონცენტრაცია შესასვლელ კართან აღმოაჩინეს. შეგახსენებთ, რომ ქალაქ სოლსბერის საავადმყოფოში ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლული ГРУ-ს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია 4 მარტს გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

როგორც ლონდონი ამტკიცებს, მოწამვლაში მონაწილეობდა მოსკოვი.

ორშაბათს ევროკავშირის რიგმა ქვეყნებმა, ასევე, აშშ-მა, კანადამ, ნორვეგიამ, უკრაინამ და სხვა ქვეყნებმა, სოლსბერიში მომხდარი ინციდენტის გამო რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს. მოგვიანებით, რუსი დიპლომატების ნატო-დან გაძევების გადაწყვეტილებაც მიიღეს. დიდი ბრიტანეთი პირველი იყო, სადაც ეს ნაბიჯი გადადგეს.