loader

რის სამკურნალოდ გამოიყენება ენდრო, რომლითაც სააღდგომო კვერცხებს ვღებავთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რის სამკურნალოდ გამოიყენება ენდრო, რომლითაც სააღდგომო კვერცხებს ვღებავთ

ენდრო, რომელსაც უმეტესად სააღდგომო კვერცხების შესაღებავად ვიყენებთ, უძველესი სმკურნალო კულტურაა. განსაკუთრებით ეფექტურია შარდკენჭოვანი დაავადების სამკურნალოდ, რადგან წარმოადგენს საუკეთესო ნეფროლიზურ და სპაზმების მომხსნელ საშუალებას. გამოდევნის წვრილ ქვებსა და ქვიშას საშარდე გზებიდან. ცნობილია, რომ ენდროს პრეპარატები განსაკუთრებით ეფექტურია ფოსფატური და ოქსალატური ბუნების კენჭების დასაშლელად.ენდროს ფესვების ექსტრაქტი, ასევე ფხვნილი და სხვა გალენური პრეპარატები შლიან შარდის ბუშტსა და თირკმელებში არსებულ კენჭებს, განსაკუთრებით - კალციუმისა და მაგნიუმის ფოსფატების, აგრეთვე ოქსალატების შემცველ კენჭებს.