როგორ მოხვდა ქართულ სკოლაში რუსებისთვის დაწერილი სახელმძღვანელო
რუსი კოსმონავტის ისტორია ქართველი ბავშვებისთვის ინგლისურ ენაზე. გამომცემლობა მაკმილანის ინგლისური ენის სასკოლო სახელმძღვანელო იური გაგარინთან ერთად ვალენტინა ტერეშკოვასა და რუსული ბალეტის ამბავსაც ყვება.
ეს ერთადერთი სახელმძღვანელოა რომელსაც განათლების სამინისტროს გრიფი და ღირებულება სტიკერით მიაკრეს. სხვა წიგნებზე საქართველოს გერბია გამოსახული.
ქართველი ბავშვები ინგლისურს რუსი მოსწავლეებისთვის ადაპტირებული წიგნით სწავლობენ.
გაზეთი ”კვირის პალიტრა” პირველი იყო ვინც ამ თემაზე სტატია დაწერა, ჟურნალისტი ემა ტუხიაშვილი ამბობს, რომ საქართველოში სხვა ბაზრისთვის დაბეჭდილი სახელმძღვანელოები შემოიტანეს.
იხილეთ სტატია სრულად
რატომ შემოიტანეს საქართველოში რუსული სკოლებისთვის დაწერილი სახელმძღვანელო, ამ შეკითხვით განათლების სამინისტროს მივმართეთ. მინისტრი ამბობს, რომ სისულელეებზე კომენტარს არ აკეთებს.
გამომცემლობა "მაკმილანი" რუსი და ეგვიპტელი ავტორების კოლექტივს გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდის.
ინგლისურის სახელმძღვანელოს კიდევ ერთი პრობლემა აქვს - ეს ფასია.
ვისზეც არ უნდა იყოს გათვლილი, "მაკმილანის" მიერ გამოცემულ ინგლისურის სახელმძღვანელოს ქართულ ბაზარზე ალტერნატივა არ აქვს. მომავალი წლიდან ის VI-XII კლასების მოსწავლეებისთვისაც სავალდებულო გახდება.