ოპოზიციის ინფორმაციით, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი სანკტ-პეტერბურგის მერიის მაღალჩინოსნის დაცვის უფროსად მუშაობს
"ევროპული საქართველოს" წევრის, ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი სანკტ-პეტერბურგის მერიის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის დაცვის უფროსად მუშაობს.
როგორც ნადირაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამის თაობაზე სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც სუს-ის ანგარიშს განიხილავდნენ, მან კითხვა დაუსვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილს, თუმცა, ვინაიდან სხდომა დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა, მის პასუხს ვერ გაახმოვანებს.