ჟურნალ "გემრიელიას" მიერ ორგანიზებულ ტრადიციულ კულინარიულ შეჯიბრებას ახალი გამარჯვებული ჰყავს
ჟურნალ "გემრიელიას" მიერ ორგანიზებულ #CHEF მარკეტერის ტრადიციულ კულინარიულ შეჯიბრებას ამჯერად რესტორანმა "ტერასამ" უმასპინძლა. ღონისძიებაში მონაწილეობა სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებმა მიიღეს. გამარჯვებული კი "დელუქს დეველოპმენტის" წარმომადგენელი სალომე კენჭოშვილი გახდა. გამარჯვებულს შოკოლადის ოქროს წიგნი "პალიტრა L"-ისგან, 100-ლარიანი ვაუჩერი რესტორან "ტერასასგან", "სლობოდას" პროდუქციის ნაკრები და მთავარი, #CHEF მარკეტერის წოდება გადაეცა. რაც მთავარია, სალომე მონაწილეობას #CHEF მარკეტერის ფინალურ შეჯიბრებაში მიიღებს.