ბაჩო ახალაიას რეაქცია, როცა მას 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
ეს განაჩენი, ეს სასამართლო, მთლიანად ეს ხელისუფლება დაკავებულია ჩემთვის ისეთი შეურაცხყოფის მოყენებით, რომელმაც სამუდამოდ უნდათ გამანადგუროს მორალურად, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რითაც პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მკვლელობის საქმეზე მისთვის 9 წლიანი სასჯელის შეფარდებას გამოეხმაურა.