loader

კადრები პეკინის ქუჩიდან, სადაც ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა ბიჭს "მარშრუტკა" დაეჯახა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები პეკინის ქუჩიდან, სადაც ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა ბიჭს "მარშრუტკა" დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა პეკინის ქუჩაზე რამდენიმე წუთის წინ. ყვითელი სამარშრუტო ტაქსი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. დაშავებულია ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც სავარაუდოდ, "მარშრუტკას" წინ გადაურბინა. შემთხვევა საზოგადოებრივი ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, ე.წ. ბასლეინზე მოხდა.

თვითმხილველების თქმით, გაიგეს ძლიერი დამუხრუჭების ხმა და დარტყმა, სავარაუდოდ, ძლიერი არ ყოფილა. დაშავებულ ბიჭს პირველადი დახმარება ქვეითად მოსიარულეებმა და სამარშრუტო ტაქსის მგზავრებმა გაუწიეს.

მოქალაქეებმა პატრული და სასწრაფო დახმარების სამსახური გამოიძახეს. დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.