ჩინეთის "მოჩვენებათა ქალაქები", სადაც ყველაფერია, ადამიანის გარდა
ჩინეთში საცხოვრებლად სრულად მოწყობილი ასობით ქალაქია, სადაც ცხოვრებისთვის გათვალისწინებული ყველა მოთხოვნაა დაკმაყოფილებული, დაწყებული ცათამბჯენებით, დასრულებული სანაპირო ინფრასტრუქტურით. თუმცა ამ ქალაქებს აკლია მთავარი - ადამიანი.
ქალაქების დასახლება ეტაპობრივად მიმდინარეობს. ეს ჩინეთის მასშტაბური პროექტის ნაწილია, რომელიც 2026 წლის ბოლომდე, გარეუბნებსა და სოფლებში მცხოვრები 250 მილიონი ადამიანის ახალაშენებულ ქალაქებში გადმოყვანას ითვალისწინებს.
ამერიკის შეერთებული შტატებისგან განსხვავებით, სადაც ჯერ პატარა ქალაქები ჩნდება, ხოლო შემდგომში ინდუსტრიული განვითარების შესაბამისად იზრდება, ჩინეთში ახალი ქალაქები მოსახლეობის გარეშე აშენდა.
ვიდეოს ავტორი: დარინა ქამადაძე