რამდენიმე წუთის წინ რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე სატვირთო ავტომობილი ამოტრიალდა - კადრები შემთხვევის ადგილიდან
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავ-თბილისის მაგისტრალზე. გზის სავალ ნაწილზე სატვირთო ამოტრიალდა. ავტომობილში ერთი ადამიანი იმყოფებოდა. ავარიის დროს სატვირთო ავტომობილს ფქვილით სავსე ტომრები გადაჰქონდა, რა დროსაც სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა და ამოტრიალდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. დაშავებულს ადგილზევე გაეწია სამედიცინო დახმარება.
წყარო
წყარო