loader

როგორია ბათუმში დაჭრილი ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა? - მეზობლებისა და ექიმის კომენტარები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორია ბათუმში დაჭრილი ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა? - მეზობლებისა და ექიმის კომენტარები

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში 35 წლამდე ასაკის ქალი დაჭრეს. თვითმხილველების ინფორმაციით, ქალი მცირეწლოვან ბავშვთან ერთად იმყოფებოდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო დახმარების სამსახურში განუცხადეს, დაშავებულ ქალს სახისა და სხეულის არეში მრავლობითი ჭრილობა აღენიშნება. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის საერთაშორისო-საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გადაიყვანა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 19.108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.


იხილეთ ასევე: ბათუმში ახალგაზრდა ქალი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ლიფტში დაჭრეს