რა ხდება ამ წუთებში გლდანში
დედაქალაქში მოძრაობა პარალიზებულია, შექმნილი ვითარება მეტროს გაფიცვამ გამოიწვია.
მემანქანეების გაფიცვის გამო ყველა მეტროსადგური დაკეტილია. მეტროსადგურში ჩასულ მგზავრებს შემდეგი შინაარსის წარწერა დახვდათ: "მეტრო დაკეტილია, ისარგებლეთ ავტობუსებით. ავტობუსები მოგემსახურებათ უფასოდ!" შესაბამისად, მოსახლეობას ავტობუსებით უფასოდ გადაადგილება შეუძლია.
შეგახსენებთ, მემანქანეები გუშინ გაიფიცნენ. ისინი გლდანის დეპოში არიან შეკრებილნი. ისინი აცხადებენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მემანქანეები ხელფასების მომატებას ითხოვენ.
ასევე დაგაინტერესებთ: რა ვითარებაა გლდანში ავტობუსის გაჩერებასთან?