loader

ნიკოლოზ ვაშაკიძე - კონსტანტინე გამსახურდიას მიერ აგრიმანის მიღება ტექნიკური საკითხია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნიკოლოზ ვაშაკიძე - კონსტანტინე გამსახურდიას მიერ აგრიმანის მიღება ტექნიკური საკითხია

ნიკოლოზ ვაშაკიძე - კონსტანტინე გამსახურდიას მიერ აგრიმანის მიღება ტექნიკური საკითხია

ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირსა და მეტეოროლოგიის საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს წარმომადგენლად დანიშნულ კონსტანტინე გამსახურდიას მიერ აგრიმანის მიღება ტექნიკური საკითხია, - ამის შესახებ დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა.
ამასთან, ვაშაკიძის თქმით, არ შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კონსტანტინე გამსახურდია ევროკავშირში საქართველოს საგანგებო დავალებათა ელჩია.
"ევროკავშირში კონსტანტინე გამსახურდიას ეს სტატუსი არ გააჩნია", - განმარტავს ვაშაკიძე.
გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირსა და მეტეოროლოგიის საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად კონსტანტინე გამსახურდია მუშაობას ჯერ არ შედგომია. ის აღნიშნულ თანამდებობაზე პარლამენტმა რამდენიმე თვის წინ დაამტკიცა, თუმცა გამსახურდიას საკუთარი მოვალეობების შესასრულებლად აგრიმანი ჯერ არ მიუღია. ამასთან, გამსახურდია აცხადებს, რომ ის ევროკავშირში საგანგებო დავალებათა ელჩია.