"ბავშვები იჯდნენ, ორი გოგო საქანელაზე, კისტის თოფი ესროლესო" - რუსთავში 7 წლის ბავშვი დაჭრეს
რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე, #14 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე 7 წლის ბავშვი დაჭრეს. როგორც თვითმხილველები ყვებიან, მოზარდი ეზოში საბავშვო ატრაქციონზე თამაშობდა რა დროსაც მას ტყვია შემთხვევით მოხვდა. ჭრილობა 7 წლის გოგონას მუცლის არეში აქვს მიყენებული. დაშავებულს ტყვია, სავარაუდოდ, პნევმატური იარაღიდან აქვს ნასროლი. ვიდეოს ინფო რუსთავი ავრცელებს.