"ხშირად გადის დღეები, როცა პურის გარდა ვერაფერს ჭამს" - ყველასგან მიტოვებული უსინათლო მოხუცი
სახლიდან იშვიათად გადის. ბოლო რამდენიმე წელია გარე სამყაროსთან თეთრი ჯოხით კონტაქტობს. ადრე ხილული, ახლა ყველაფერი შეგრძნებითია. მზისფერი მხოლოდ რამდენიმე წლის წინ ნანახ პეიზაჟად ახსოვს. 71 წლის ავაქ, იგივე ალექსანდრე მარქაროვმა, თვალის ჩინი ექვსი წლის წინ დაკარგა.
პური მისი კვების რაციონის ყველაზე მნიშვნელოვანი, აუცილებელი და ხშირ შემთხვევაში ერთადერთი საკვებია. ხშირად გადის დღეები, როცა პურის გარდა, ვერაფერს ჭამს. იშვიათად თუ მეზობელი მიაწვდის ცხელს კერძს. ყველაზე მეტად ვაზის ფოთოლში მომზადებული ტოლმა უყვარს, რომელიც დიდი ხანია აღარ უჭამია.