loader

"მდგომარეობა საკმარისად რთულია" - აგარაში ავარიას თავდაცვის სამინისტროს ორი თანამშრომელი ემსხვერპლა, მესამე კი დაშავებულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მდგომარეობა საკმარისად რთულია" - აგარაში ავარიას თავდაცვის სამინისტროს ორი თანამშრომელი ემსხვერპლა, მესამე კი დაშავებულია

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის აგარის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთმა კი სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო.

გარდაცვლილები თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის თანამშრომლები არიან.

ამავე უწყების თანამშრომელია მესამე პირიც, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ გორში, სამედიცინო ცენტრ "გორმედშია" გადაყვანილი. ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.


იხილეთ ასევე: ახლობლების ინფორმაციით, ავტომანქანა, რომლითაც თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები მოძრაობდნენ, ტრაილერს შეეჯახა