მნიშვნელოვანი სიახლე მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მფლობელთათვის
მარჯვენასაჭიანი ავტომობილები პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ისევე გაივლიან, როგორც სხვა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებები. აღსანიშნავია, რომ ის მარჯვენასაჭიანი ავტომობილები, რომლებმაც პირველადი რეგისტრაცია 2018 წლის პირველი იანვრიდან გაიარეს, აღნიშნული თარიღის შემდეგ საჭის მართვის სისტემაში დამატებითი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში ინსპექტირებას ვერ გაივლიან.
ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ავტომობილები, რომლებმაც პირველადი ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის პირველი იანვრიდან გაიარეს და ინსპექტირების ანგარიშში საჭის მდებარეობა დაფიქსირდა, საჭის გადატანის შემთხვევაში შემდგომ პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ვეღარ გაივლიან.
ცნობისთვის, საქართველოში სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება ქვეყანაში ეტაპობრივად განხორციელდება და 2019 წლის ბოლომდე ინსპექტირებას მთელი ავტოპარკი გაივლის.