ავარია თელავში - ქვეითად მოსიარულე მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა, მისი მდგომარეობა მძიმეა
თელავში ქვეითად მოსიარულე მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. ახალგაზრდას "გოლფის" მარკის ავტომანქანა დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მამაკაცი გზაზე ფეხით გადასვლას ცდილობდა.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმის თქმით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და მას ამ წუთებში გამოკვლევა უტარდება. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.
ავტორი: ნათია წითელაური