ვინ იყო 23 წლის მამაკაცი, რომელიც თბილისში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა
თბილისში დღეს დილით მომხდარ ავარიას 23 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა დაახლოებით 12:00 საათზე მოხდა, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ერთმანეთს მოტოციკლი და ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად მოტოციკლის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, დაღუპული 23 წლის ლუკა გვაზავაა. ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის, ლევან გვაზავას ვაჟი იყო. როგორც ირკვევა, დაღუპული დიდი ხანია მართავს მოტოციკლს.
ზუკა გვაზავას შესახებ "ფეისბუქზე" წერს ჟურნალისტი ნინო ჯღარკავაც:
"როგორ მახსოვს ზუკას დაბადება, რა ბედნიერი იყო ლევანის მამა ზურა გვაზავა, ზურა გვაზავა გაჩნდაო. ლევანის ერთადერთი ვაჟკაცი! დღეს როგორ განუგეშო, ლევან, ზუკა აღარ არის. მისი დაბადების ლხინის სუფრას დავესწარი, მის დაკრძალვას და პანაშვიდს ვერ დავესწრები... მაპატიე, ლევან, როგორ განუგეშო, არ ვიცი. გაძლიერდი ამ მძიმე წუთებში. რატომ დაისაჯე ასე, რატომ?" - წერს ნინო ჯღარკავა პოსტში. განაგრძეთ კითხვა
იხილეთ ასევე: "მანქანას დაარტყა და გადმოისროლა მეორე მხარეს, იქიდან მომავალ მანქანას შეასკდა" - აშშ-ის საელჩოსთან საზარელ ავარიას 23 წლის ახალგაზრდა შეეწირა