loader

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე არ არის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე არ არის

როგორც სამოქალაქო რეესტრის განცხადებაშია აღნიშნული: "რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს ბიძინა გრიგოლის ძე ივანიშვილს 2004 წლის 22 ივლისს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა.

საქართველოს კონსტიტუციის და "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 32-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღება იწვევს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას.

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ჩატარდა წარმოება და დადგინდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა 2004 წელს საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ მოიპოვა საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციისა და "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ბიძინა ივანიშვილს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა".

სამოქალაქო რეესტრის განცხადებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს ბიძინა ივანიშვილის პრეს-სპიკერი ირაკლი ტრიპოლსკი.

"ამაზე არ დავფიქრებულვარ, შესაძლოა მეც გამიუქმეს მოქალაქეობა" _ განაცხადა მან.