loader

პანიკა და მოწამლულები თბილისის აეროპორტში - რუსეთის მოქალაქე მომწამვლელი ნივთიერების დაღვრისთვის დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პანიკა და მოწამლულები თბილისის აეროპორტში - რუსეთის მოქალაქე მომწამვლელი ნივთიერების დაღვრისთვის დააკავეს

პანიკა და მოწამლულები თბილისის აეროპორტში - ტერიტორიაზე მხუთავი აირით სავსე სპეციალური აღჭურვილობა შეაგდეს.

ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ერთი პირი დააკავა. "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დიმიტრი ბ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დიმიტრი ბ-მ 2018 წლის 2 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაფრენის დარბაზში მდებარე ერთ-ერთი ავიაკომპანიის სალაროს ოფისში ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერების შემცველი სითხე დააქცია.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი", – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.