"დაიღალა ეტყობა, ნესტიანია აჭარა" - რა კომენტარებს აკეთებენ მმართველ გუნდში პატარაძის გადადგომაზე
რატომ დატოვა პოსტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ? - ოფიციალურ მიზეზს მმართველ გუნდში არ ასახელებენ, თუმცა, ცნობილი ხდება, რომ ზურაბ პატარაძის გადადგომამდე ქართულ ოცნებაში აჭარის მთავრობასთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართა. მმართველ გუნდში ვერც იმას აკონკრეტებენ, პატარაძემ თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო თუ არა პრემიერთან კონსულტაციების საფუძველზე.