loader

ჭუბერის ზედა სოფლები გარესამყაროს მოწყდა: ადგილობრივების თქმით, მდინარე ნენსკრა ადიდების შედეგად ჭუბერის ცენტრში მოედინება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჭუბერის ზედა სოფლები გარესამყაროს მოწყდა: ადგილობრივების თქმით, მდინარე ნენსკრა ადიდების შედეგად ჭუბერის ცენტრში მოედინება

სოფელ ჭუბერის მოსახლეობის განცხადებით, მდინარე ნენსკრა ასეთი ადიდებული არასოდეს უნახავთ და ეშინიათ, დღეს ღამით მდინარე კიდევ უფრო არ ადიდდეს.

"ხიდი საერთოდ წაღებულია. ასეთი რამ არავის არ ახსოვს. მესაზღვრეებმა დარეკეს, რომ მთა ჩამოიშალა და გაგვაფრთხილეს, რომ მდინარე დაგუბდა. მერე ერთიანად წამოვიდა და ახლა ცენტრში მოედინება, - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

კიდევ ერთი ადგილობრივის, მანანა საღლიანის თქმით, ჭუბერის ზედა სოფლები მთლიანად არის მოწყვეტილი გარესამყაროს.

"ხიდები წაღებულია. ამ წუთას ხალხი გამოსულია გარეთ და ცდილობს, თავი დაიცვას. ამ მდინარემ ასეთი გაგიჟება არ იცის და შეიძლება ამაღამ რაღაც სასწაული დაატრიალოს", - განუცხადა "რუსთავი 2"-ს საღლიანმა.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ჭუბერში მთა ჩამოიშალა, რის შედეგადაც მდინარე ნენსკრა ადიდდა. 10 თემი გარესამყაროს არის მოწყვეტილი.


ვიდეო: ზაზა ვიბლიანი

ასევე დაგაინტერესებთ: კადრები ჭუბერიდან, სადაც ცოტა ხნის წინ მთის ნაწილი ჩამოიშალა - რა ხდება ადგილზე?

ადიდებულმა ნენსკრამ დაანგრია ხიდები და წაიღო რამდენიმე სახლი

"საშინელებაა, ამ წამს დარეკეს, ახალი ტალღა მოდისო და გავხიზნეთ ბავშვები" - რას ჰყვება ჭუბერის მკვიდრი სოფელში შექმნილ მძიმე სიტუაციაზე?

კადრები სტიქიის ზონიდან: როგორ წაიღო მდინარე ნენსკრამ ხიდი

ვერტმფრენიდან გადაღებული კადრები - როგორ გამოიყურება სტიქიის ზონა ზემოდან