loader

ტოჩინოშინმა "ნაგოია ბაშოზე" პირველივე ორთაბრძოლა მოიგო - ქართველი სუმოისტის მორიგი წარმატება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტოჩინოშინმა "ნაგოია ბაშოზე" პირველივე ორთაბრძოლა მოიგო - ქართველი სუმოისტის მორიგი წარმატება

წლის მე-4 ბაშო ქალაქ ნაგოიაში დაიწყო. ამ ტურნირზე ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) პირველად ასპარეზობს ოძეკის რანგში და მან პირველი ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა. ნაგოია ბაშოზე ტოჩინოშინის პირველი მეტოქე მეორე მაეგაშირა იკიოი იყო. ქართველმა სეკიტორიმ მეტოქეს მავაშში ჩავლება აიღო და იგი საყვარელი ილეთით – იორიკირით გაიყვანა ბაშოდან. 9 ივლისს ტოჩინოშინის მეტოქე ასევე მეორე მაეგაშირა ჩიონოკუნი იქნება, რომელთანაც მას დადებითი ბალანსი აქვს (5 მოგება – ერთი მარცხი). თავისი ბრძოლა მოიგო თეიმურაზ ჯუღელმაც, რომელიც ჯურიო დივიზიონში ასპარეზობს. მისი მეტოქე ტერუცუიოში იყო.