"ჩვენ მოგვენატრება მათი სიყვარული" - რა წერილი გამოუგზავნეს ხადაში მოკლული რაიან სმიტის მშობლებმა მარნეულელებს
რადიო "მარნეული" წერილის შინაარსს ავრცელებს:
"მარნეული რაიანის, ლორას და კაილების ნამდვილი სახლი იყო. ამ ზამთარს რაიანმა, ლორამ და კაილებმა სამი თვე ამერიკაში, მეგობრებთან ერთად გაატარეს, მაგრამ მათ უნდოდათ, რომ მარნეულში აზერბაიჯანელ და ქართველ მეგობრებთან დაბრუნებულიყვნენ. მათ მარნეულში საცხოვრებლად სახლი ააშენეს და უნდოდათ კაილები, როგორც აზერბაიჯანელი, მარნეულში ისე აღეზარდათ.
ჩვენც, თქვენსავით რაიანის, ლორასა და კაილების დაკარგვის გამო ვწუხვართ. ჩვენ მოგვენატრება მათი სიყვარული. ახლა ისინი სამოთხეში ალბათ იესოს შეხვდნენ. მე და ბაირონი მომდევნო თვეს, მარნეულში, თქვენთან შეხვედრას ვაპირებთ. ყველას ოჯახს სიყვარულს ვუსურვებთ - რაიანის ამაყი მშობლები და საყვარელი კაილების ბებია-ბაბუა - ლინი და ბაირონი" - ნათქვამია წერილში.
ხადას ხეობაში მოკლული ამერიკელი წყვილი ლორა და რაიან სმიტები ხალიჩების ბიზნესით იყვნენ დაკავებულები. რაიან სმიტი მარნეულში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ტრადიციულ ნაციონალურ ხალიჩებს აქსოვინებდა და ამერიკის შეერთებულ შტატებში აგზავნიდა სარეალიზაციოდ.
ასევე დაგაინტერესებთ: ყველაფერი, რაც ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზეა ცნობილი
ხადას ხეობაში ამერიკელი ოჯახის მკვლელობის საქმის გამოძიებაში საქართველოს დახმარებას FBI უწევს
"დამირეკა, დიდი უბედურება ტრიალებს, ტურისტები დახოცესო" - რას ამბობს ხადას ხეობაში ტურისტების მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის დედა?
19 წლის მწყემსის რეაქცია, როდესაც მოსამართლემ სმიტების ოჯახის მკვლელობისთვის პატიმრობა მიუსაჯა