მოდელს გადაღების დროს ზვიგენმა უკბინა - კატარინა ზარუტსკი მომხდარის გამო გაილანძღა
"ინსტაგრამის" მოდელი კატარინა ზარუტსკი, რომელიც წარმოშობით კალიფორნიიდან არის, ბაჰამის კუნძულებზე პოზირებდა. ის ცდილობდა ეგზოტიკური ფოტოების გადაღებას,თუმცა, მისი მცდელობა კინაღამ ფატალურად დამთავრდა. გადაღების დროს მას ზვიგენმა უკბინა. მომხდარის შესახებ მოდელმა "ინსტაგრამის" პირად გვერდზე თავად დაწერა, რის გამოც გაილანძღა.