loader

ტყვიამ სახლის კედელში გააღწია და მძინარე ბავშვს თავში მოხვდა - 9 წლის გოგონა, რომელიც ბრმა ტყვიას ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტყვიამ სახლის კედელში გააღწია და მძინარე ბავშვს თავში მოხვდა - 9 წლის გოგონა, რომელიც ბრმა ტყვიას ემსხვერპლა

აშშ-ში, ფილადელფიასთან ახლოს, ქალაქ ბრიჯტონში, ქუჩის გარჩევისას ბრმა ტყვიას 9 წლის ბავშვი ემსხვერპლა. ამის შესახებ Independent-ი წერს.

შემთხვევა ღამის 00:30 საათზე მოხდა, როცა ქუჩაში ორი ავტომობილიდან უცნობმა პირებმა ერთმანეთის მიმართ ცეცხლი გახსნეს.

ერთ-ერთმა ტყვიამ კი სახლის კედელში გააღწია და მძინარე ბავშვს თავში მოხვდა.

ნათესავებმა ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ის მალე დაიღუპა.

პოლიციას ჯერ არავინ დაუკავებია. ისინი მოსახლეობას თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ და ინფორმაციისთვის, ჯილდოს სახით $10 ათასი დააწესეს.