loader

"მტკვარში ჩავდიოდით და იქიდან ამოგვქონდა ხოლმე ჯართები" - მარტოხელა დედა სამ შვილთან ერთად ღია ცის ქვეშ ცხოვრობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მტკვარში ჩავდიოდით და იქიდან ამოგვქონდა ხოლმე ჯართები" - მარტოხელა დედა სამ შვილთან ერთად ღია ცის ქვეშ ცხოვრობს

მადინა დოპუა, 3 მცირეწლოვან შვილთან ერთად, ქუჩაში მას შემდეგ ცხოვრობს, რაც საცხოვრებლის მეპატრონემ მიწის გასხვისება გადაწყვიტა და მასზე არსებული შენობის დანგრევის ნებართვა გაიცა.

იმის გამო, რომ ოჯახი უმისამართოდ დარჩა, სოციალური დახმარება და მესამე ბავშვზე დემოგრაფიული დახმარება შეუჩერდათ. მადინამ მცხეთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართა, თუმცა, მათგან დახმარებაზე უარი მიიღო, რადგან მისი იურიდიული მისამართით მცხეთის რაიონს არ მიეკუთვნებოდა. დახმარებაზე უარი მიიღო ასევე თბილისის მერიისგანაც.

ახლა მათი პირველადი საჭიროება თავშესაფარია, რათა ქალს ბავშვებთან ერთად, ღამის გატარება ქუჩაში აღარ უწევდეს.






ავტორი: ნარიტა ჩხაიძე