ვარსკვლავი დემი ლოვატო ჰეროინის ზედოზირებით საავადმყოფოში გადაიყვანეს
25 წლის ამერიკელი პოპ-მომღერალი დემი ლოვატო საავადმყოფოშია გადაყვანილი. მიზეზი ჰეროინის ზედოზირება გახდა. სკანდალს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დემის მეგობრები "თვითერზე" გამოჯანმრთელებას უსურვებენ. ექიმების ცნობით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.