loader

3 ობოლ დევნილ ბავშვს გამოსახლება ემუქრება - პატარები, რომლებსაც ცხოვრებამ დედ-მამა წაართვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

3 ობოლ დევნილ ბავშვს გამოსახლება ემუქრება - პატარები, რომლებსაც ცხოვრებამ დედ-მამა წაართვა

სამი ობოლი და-ძმის გულები უკვე დიდ დარდსა და სევდას ინახავს. პატარები ახლა მონატრებული მშობლების ფოტოებს ათავალიერებენ. ეს მონატრება უსასრულოა, მოლოდინი ამაო. პატარებმა დედა ორი წლის წინ, მამა კი რამდენიმე თვის წინ დაკარგეს. პატარა კვირაიებს, ბაგების დევნილთა დასახლებაში მამიდები ზრდიან.

სამ ბავშვზე მზევინარ მამიდა ზრუნავს. ისიც მოატყუეს, თაღლითური გზით დაეუფლნენ იმავე საცხოვრებელში, მის საკუთრებაში არსებულ პატარა ოთახს, როგორც გურამს. მზევინარი გამოსახლეს... ახლა, მისი ცხოვრების მიზანი ძმიშვილების აღზრდა და ცხოვრებასთან ბრძოლაა.