loader

ბუბა კიკაბიძე და სოფია ნიჟარაძე წითელ ხალიჩაზე - "ვახტანგ კიკაბიძესთან ერთად წითელ ხალიჩაზე სულ სხვა სიამაყით მოაბიჯებ" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბუბა კიკაბიძე და სოფია ნიჟარაძე წითელ ხალიჩაზე - "ვახტანგ კიკაბიძესთან ერთად წითელ ხალიჩაზე სულ სხვა სიამაყით მოაბიჯებ"

სოფო ნიჟარაძე, სტეფანე, ბუბა კიკაბიძე – ეს ქართველი არტისტები აზერბაიჯანში, კერძოდ, ბაქოში მიმდინარე მუსიკალური ფესტივალის სტუმრები არიან. ფესტივალის სახელწოდებაა ЖАРА, სადაც ცნობილი შემსრულებლები რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან საკუთარ ჰიტებს წარადგენენ.

ფესტივალის მესამე დღეს მაყურებლის წინაშე სოფია ნიჟარაძეც წარდგა და იმღერა. სანამ სცენაზე გავიდოდა, სოფიამ სოცქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის და ბუბა კიკაბიძე წითელ ხალიჩაზე პოზირებენ. 


კადრებს სოფო ნიჟარაძე აქვეყნებს მინაწერით: "ვახტანგ კიკაბიძესთან ერთად წითელ ხალიჩაზე სულ სხვა სიამაყით მოაბიჯებ. მადლობა მას ამ ემოციისთვის".