მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებულებმა საგამოძიებო კომისიას გლდანის ციხეში ჩვენება არ მისცეს
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებულებმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიას გლდანის ციხეში ჩვენება არ მისცეს. როგორც გლდანის ციხიდან გამოსვლის შემდეგ ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა მერაბ მამულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდებულებმა კომისიის წევრებს განუცხადეს, რომ საქმეზე ჩვენებას მხოლოდ სასამართლოს მისცემდნენ. შესაბამისად, ადვოკატის თქმით, ამ პოზიციის დაფიქსირების მერე ბრალდებულთა დაკითხვა არ განხორციელებულა.
ცნობისთვის, კომისის რამდენიმე წევრთან ერთად გლადანის ციხეში დაკითხვის განსახორციელებლად ბრალდებულთა ადვოკატებიც იმყოფებოდნენ.
ცნობისთვის, კომისის რამდენიმე წევრთან ერთად გლადანის ციხეში დაკითხვის განსახორციელებლად ბრალდებულთა ადვოკატებიც იმყოფებოდნენ.