მამაკაცი დედასთან ერთად მყოფი მცირეწლოვანის გატაცებას ქუჩაში შეეცადა - შემზარავი კადრები ტაივანიდან
ვიდეოში ჩანს თუ როგორ ცდილობდა შუა ხნის მამაკაცი მცირეწლოვანი გოგონას გატაცებას. შოკირებულმა დედამ კი ყვირილი დაიწყო, რასაც ხალხის მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცი აცხადებს, რომ მას ბავშვი თავისი მეგობრის შვილში აერია. შემთხვევა ტაივანში, ტაიპეიში მოხდა.