"ბოლოს რომ გნახე დაღლილი იყავი... ნუ გეშინია! ჩვენები გელოდებიან, გულში ჩაგიკრავენ" - განო მელითაურის ემოციური პოსტი ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალებაზე
"ზუზიკ, მე ბაკურიანში ვარ ბავშვებით... ლიფტში გაგიშეშებია წამი. ეს სისულელე რომ წავიკითხე წელი გამიშეშდა და სიცხემ მომცა. ვზივარ გაშეშებული წელით და ყველა მომენტის აღდგენას ვცდილობ 16 წლიდან მოყოლებული! მაინც რა სულელპეტრე ხარ ლიფტი რამ მოგაფიქრებინა?! ბოლოს რომ გნახე მივხვდი დაღლილი იყავი მეგობარო. სულ მეფიქრებოდა, ვაითუ ვეღარ გაუძლოსთქო...
ნუ გეშინია! ჩვენები გელოდებიან, გულში ჩაგიკრავენ, ლამაზ სახლში წაგიყვანენ, სადაც არ არსებობს დრო და მატერია, ქირის თანხა, შეუსრულებელი როლები და ბოროტი უგულო შურიანი და ზერელე ადამიანები! იქ ერთი დიდი სივრცეა ქარიზმატული გულებისთვის და აბა შენ იცი, სისულელეების ჩადენაში ტოლი არ დაიყენო!
უბრალოდ იცი რაზე ვბრაზდები? ძალიან ადრე იყო ლიფტის ამბავი, რამდენჯერ გვიცინია ამ ყველაფერზე გახსოვს? და სულ რომ მემალებოდი ბოლოს, ყელში გქონდა ჩემი ლექციები... და მოტივაციის ასამაღლებელი პათეტიური ტექსტები, თითონაც რომ არ მჯეროდა და წინადადების დასრულებამდე ერთად ვიგუდებოდით სიცილით! მაპატიე, რომ ვერ გადაგარჩინე, ვერ დაგეხმარე რეალიზებაში, რადგან ეს ერთადერთი იყო, რაც გულით გინდოდა, სხვა ყველა ცუდი შენი უდიდესი ტალანტის ციხეში ჩასმის ბრალი იყო... არაფერი გჭირდა ჩვენი დასახმარებელი... აქეთ დაგვეხმარებოდი ამის საშუალება რომ მოეცათ.. მაპატიე "ბოლო გზა" და სახალხო დატირება აღემატება ჩემს ძალებს, მანდ ვერ დაგინახავ... შენ ეს ყველაზე კარგად იცი! მე შენ ცოცხალი მემახსოვრები, დროებით ცისფერ ბურთში მეგობარო...............უკვე ძალიან დავცოტავდით .... განაგრძეთ კითხვა