ილია II-ს ქანდაკება წლის ბოლოსთვის დაიდგმება - ზურაბ წერეთელი
მოქანდაკე ზურაბ წერეთელმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქანდაკებაზე მუშაობა უკვე დაასრულა. ამის შესახებ წერეთელმა თბილისში ვიტიზისას განაცხადა.
მისივე თქმით, ილია II-ს ქანდაკება წლის ბოლოსთვის თბილისში დაიდგმება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II საქართველოში მისი ქანდაკების დადგმის წინააღმდეგია. ასე ეხმაურება საპატრიარქო მოქანდაკე ზურაბ წერეთლის ინიციატივას, რომელიც ილია მეორის სკულპტურაზე უკვე კარგა ხანია მუშაობს.
"პატრიარქთან ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა. მისთვის ძეგლის დადგმა არ შეუთავაზებიათ, მაგრამ მე ვიცი პატრიარქის აზრი - რომც შესთავაზონ, ის ქანდაკებას არ დაადგმევინებს. ძეგლის დადგმა არ მოხდება", - განუცხადა "პალიტრა ტვ"-ს პატრიარქის მდივანმა მამა მიქაელ ბოტკოველმა.