ალი და ნინოს ძეგლზე ასვლისთვის დაკავებულ მამაკაცს 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა, რის გამოც მან სასამართლოს დარბაზში მაგიდა ააყირავა და პატრულს შეაფურთხა
ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 1987 წელს დაბადებულ კონსტანტინე ედიბერიძეს 12-დღიანი პატიმრობა მიესაჯა. აღნიშნული პირი ბათუმში, ალი და ნინოს ძეგლზე ავიდა. სასამართლო დარბაზში ედიბერიძე მოსამართლეს პროცესის მიმდინარეობისას ეკამათებოდა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ მან მაგიდა ააყირავა და პატრულს შეაფურთხა, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.