"მოვდივარ ქაჯების დასათხოვნად, იმიტომ რომ ბოღმა, ტყუილი, სიძულვილი - ეს ყველაფერი უკვე ყელში ამოვიდა" - სალომე ზურაბიშვილი
მოვდივარ ქაჯების დასათხოვნად, იმიტომ რომ ბოღმა, ტყუილი, სიძულვილი - ეს ყველაფერი უკვე ყელში ამოვიდა, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ის პრეზიდენტად მოდის იმისთვის, რომ რუსული ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან ხელახლა და სამუდამოდ გაიყვანოს.
„პირველ რიგში, მოვდივარ ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაცავად და რომ ხელახლა არავის მოუწიოს ქვეყნიდან დევნილად წასვლა, რომ აღარასოდეს აღარ დავკარგოთ ტერიტორიები და ღმერთმა იცის, რომ ამ ბოლო ორ საუკუნეში ყველა მიმართულებით დავკარგეთ ტერიტორიები. ეს არის ძალიან იშვიათი მოვლენა და მართლაც, გვინდა ამ ტერიტორიების, ამ საზღვრების შენარჩუნება და გამთლიანება, როგორიც იყო.