loader

ექსკლუზიური კადრები ხატია ბუნიათიშვილის რეპეტიციიდან, რომელიც ანშლაგით მიმდინარეობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ექსკლუზიური კადრები ხატია ბუნიათიშვილის რეპეტიციიდან, რომელიც ანშლაგით მიმდინარეობს

15 სექტემბერს, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის, "შემოდგომის თბილისის" ფარგლებში, დიდი ხნის პაუზის შემდეგ სცენაზე ერთმანეთს შეხვდებიან მსოფლიო ვარსკვლავი - პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი და თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ვახტანგ კახიძის დირიჟორობით.

მსოფლიოს მრავალი პრესტიჟული საკონცერტო დარბაზის ხშირი სტუმარი, სახელგანთქმული სიმფონიური ორკესტრებისა და დირიჟორების სასცენო პარტნიორი, SONY-ს ექსკლუზიური არტისტი ხატია ბუნიათიშვილი მსმენელის წინაშე წარდგება სერგეი რახმანინოვის კონცერტით ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის N2.

ხოლო ვახტანგ კახიძე შეასრულებს მოდესტ მუსორგსის საფორტეპიანო შედევრის - "სურათები გამოფენიდან" საორკესტრო ვარიანტს, გაორკესტრებულს მორის რაველის მიერ.



ავტორი: ნინო წიფურია