როცა აკეთებენ ზურაბიშვილის ფიგურის დევალვაციას, ამით ავტომატურად მოჰყავთ ვაშაძე - რამაზ საყვარელიძე
რატომ მიმაჩნია, რომ გაიმარჯვებს ზურაბიშვილი? იმიტომ, რომ მის უკან „ქართული ოცნება“ დადგა, ამიტომ მიდის პარტიული ბრძოლა. მე ნამდვილად არ მიმაჩნია, რომ ვინც ზურაბიშვილის შეფასებაში ჩართულია, ისინი მაინცდამაინც პარტიის აქტივისტები არიან, უბრალოდ არ ფიქრდებიან იმაზე, რას აკეთებენ. როცა ისინი აკეთებენ დევალვაციას ზურაბიშვილის ფიგურისა, ამით ავტომატურად მოჰყავთ ვაშაძე, - რამაზ საყვარელიძე "პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი“.