სამი პროდუქტი, რომლებიც ყავაზე მეტად გამოგაფხიზლებთ - ეფექტი იგივეა, ორგანიზმი კი უფრო სასარგებლო პროდუქტს მიიღებს
ინგლისურ ენაში ერთი ანდაზაა, რომლის თანახმადაც, ერთი ცალი ვაშლის მირთმევა ყოველდღიურად ბევრ პრობლემას აგვარიდებს თავიდან, მათ შორის, ძილიანობასაც. ერთ ვაშლში 13 გრამი შაქარია - ნახშირწყლები კი ტვინს სწრაფ გამოღვიძებასა და მუშაობის დაწყებაში ეხმარება. დიდმა, წვნიანმა ვაშლმა სავსებით შეიძლება შეგიცვალოთ ყავა, რომელსაც თქვენ სამსახურისკენ მიმავალი გზაში ყიდულობთ. ეფექტი იგივეა, ორგანიზმი კი უფრო სასარგებლო პროდუქტს მიიღებს.
თაფლი ნატურალურ შაქარს შეიცავს, რომლის გადამუშავებისას ორგანიზმი მომენტალურად ფხიზლდება. გარდა ამისა, ის კოფეინთან შედარებით ნელა გამოდის ორგანიზმიდან, რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში უზრუნველყოფს თქვენს სიფხიზლეს. ასე რომ, თუ თქვენ გიყვართ ტკბილეული და დღის დაწყებას დესერტით ამჯობინებთ, თამამად შეგიძლიათ მურაბა და ხილფაფა თაფლით შეცვალოთ: ის იდეალურად მოუხდება ტოსტს, ფაფას და ხილის სალათას.
დამტკიცებულია, რომ ციტრუსის არომატს ყველა დანარჩენთან შედარებით მოჰყავს ადამიანი ტონუსში. გარდა ამისა, ეს ხილი მდიდარია C ვიტამინით, რომელიც ასევე ეხმარება ორგანიზმს გაღვიძებაში. ამიტომ ბევრ ქვეყანაში მიღებულია საუზმის დაწყება გრეიპფრუტით.