გიორგი კვირიკაშვილი EBRD-ის საერთაშორისო მრჩეველი გახდა
საქართველოს ექსპრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ხელშეკრულება გააფორმა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა bm.ge-ს განუცხადა, EBRD-სთან კონტრაქტი რამდენიმე კვირის წინ დადო.
მისი თქმით, თანამშრომლობაში მოიაზრება ევრობანკის ეგიდით უზბეკეთის მთავრობისთვის დახმარების გაწევა საჯარო და კერძო სტრუქტურებს შორის დიალოგის პლატფორმის შექმნაში, რომელიც საქართველოში ევრობანკის ინიციატივით შექმნილი ინვესტორთა საბჭოს გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს. გიორგი კვირიკაშვილი პრემიერის პოსტიდან 2018 წლის ივნისში საკუთარი სურვილით გადადგა.