კატალიზატორის გარეშე ავტომობილმა შესაძლოა, ტექდათვალიერება ვერ გაიაროს
პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა თბილისში ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ მთავარ გამომწვევ პრობლემად გაუმართავ ავტოპარკს ასახელებს. მისი თქმით, სწორედ ამის გამო ავტომობილების ტექდათვალიერების მოთხოვნები შესაძლოა გამკაცრდეს, მათ შორის, სავალდებულო გახდეს ე.წ. კატალიზატორი.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 1-ლი იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირება სამგზავრო და სატვირთო ავტომობილებისთვის, 1-ლი ივლისიდან კი სახელმწიფო უწყებების და იურიდიული პირების კუთვნილებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ამოქმედდა. მთლიანად ავტოპარკისთვის კი ტექნიკური ინსპექტირება 2019 წლის 1-ლი იანვრიდან გახდება სავალდებულო.