"შვილი მანახეთ, კარი გააღეთ" - ხმაური და დაპირისპირება ექსპერტიზის ბიუროსთან, სადაც გარდაცვლილი 5 თვის ბავშვის მშობლები და ოჯახის წევრები იყვნენ შეკრებილები
ლევან სამხარაულის სახელობის რუსთავის ექსპერტიზის ბიუროსთან წუხელ, გვიან ღამით ხმაური იყო. ჟვანიას სახელობის კლინიკაში გუშინ გარდაცვლილი 5 თვის ჩვილის მშობლები და ოჯახის წევრები ბავშვის ექსპერტიზის ბიუროში გადასვენებას აპროტესტებდნენ და მოითხოვდნენ, რომ ცხედარი არ გაეკვეთათ. ჩვილის ოჯახის წევრები ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობდნენ, რა დროსაც პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოხდა.
ადგილზე სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ლაშა გოგნიაშვილი იმყოფებოდა. მშობლების ინფორმაციით, ბავშვს 4 ოპერაცია ჩაუტარდა, ბოლოს კი გული გაუჩერდა.
ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ ჩვილის ცხედარი მშობლებმა სახლში გადაასვენეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება ფაქტზე დაწყებულია სსკ-ის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
შემთხვევა წუხელ მოხდა.
ვიდეოს "ინფორუსთავი" ავრცელებს.