კუბოებს რეკლამას სექსუალური გოგონები უკეთებენ
"ლინდერი" პოლონეთში კუბოების მწარმოებელი მსხვილი კომპანიაა, რომელიც თავიანთი პროდუქციის რეკლამირებისთვის სექსუალურ სუპერმოდელებს იწვევს. გოგონები შეღებილი სხეულებით კუბობთან პოზიორობენ. მსურველებს უკვე შეუძლიათ კალენდარიც შეიძინონ, რომელზეც გოგონები კუბოებს აპიარებენ.
პირველად მსგავსი კალენდარი კომანია "ლინდერმა" 2010 წელს გამოუშვა. ამან პოლონეთში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ეკლესიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამ წამოწყებამ ისინი შოკში ჩააგდო. მიუხედავად წინააღმდეგობისა, მაშინ კალენდრის 3000 ეგზემპლარი გაიყიდა. კალენდარზე სუპემოდელები სხვადასხვა იმიჯს ირგებენ - დაწყებული "ჯეიმს ბონდის" გოგონადან დამთავრებული - "ნათლიმამით".
კომპანია "ლინდერის" მესვეურების თქმით, ისინი სულ მალე ამ კალენდრებს მსოფლიო მასშტაბით გაავრცელებენ. მარკეტოლოგებმა კომპანიას ეს აზრი უკვე მოუწონეს. მათ მიაჩნიათ, რომ ეს მსგავსი პროდუქციის რეკლამირების ნოვატორული ხერხია.