loader

1200-ზე მეტი გარდაცვლილი და ნანგრევებად ქცეული ქალაქი - რა ხდება ინდონეზიაში ორი დამანგრეველი მიწისძვრის და ცუნამის შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

1200-ზე მეტი გარდაცვლილი და ნანგრევებად ქცეული ქალაქი - რა ხდება ინდონეზიაში ორი დამანგრეველი მიწისძვრის და ცუნამის შემდეგ

ინდონეზიაში მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1200-ს გადააჭარბა. კიდევ 2000-მდე ადამიანი შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ იმყოფებოდეს, - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ განაცხადა.

ინდონეზიის სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციის ეროვნული სამმართველოს ინფორმაციით, საკუთარი სახლების დატოვება 16 000-ზე მეტ ადამიანს მოუწია, ჰუმანიტარულ დახმარებას კი 2,4 მილიონი ადამიანი საჭიროებს.

შეგახსენებთ, რომ ინდონეზიაში, კუნძულ სულავესიზე, ქალაქ პალუს მახლობლად 28 სექტემბერს 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის, რამდენიმე საათში კი კიდევ ერთი, 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგებმა ცუნამი გამოიწვია.


ასევე დაგაინტერესებთ: მეჩეთში დამონტაჟებულ ვიდეოკამერაში, ინდონეზიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის პირველი წამები ჩანს

საზარელი კადრები ინდონეზიიდან - მიწისძვრის გამო ცუნამის საფრთხე გამოცხადდა