დუშეთში 23 წლის ახლგაზრდა პენსიონერს ყაჩაღურად თავს დაესხა და მუქარით 9 ათასი ლარი გასტაცა
შსს-ს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული პირი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორხში, 1942 წელს დაბადებული ს.წ.-ს საცხოვრებელ სახლს ყაჩაღურად თავს დაესხა, რის შემდეგაც სახლის მეპატრონეს, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, 9000 ლარი გასტაცა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა და გატაცებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო. ჩადენილი დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.